ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში კურსკის რეგიონში, რუსეთის ფედერაციასა და DPRK-ს შორის ხელშეკრულების „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ მეოთხე მუხლის შესაბამისად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს კურსკის სასაზღვრო ტერიტორიის განთავისუფლების ოპერაციაში ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, რომელიც გაფორმდა 2024 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს“, - აღნიშნა ზახაროვამ.
გარდა ამისა, ზახაროვა იმედოვნებს, რომ მათ ქვეყნებს შორის კავშირები მხოლოდ გაძლიერდება და განვითარდება „შეთანხმებების შესაბამისად“.
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24