23 აპრილს, თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებმა სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩირაღდნებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობა ისნის მეტროსადგურიდან დაიწყო და დასრულდა ტრაგედიის უდანაშაულო მსხვერპლთადმი მიძღვნილი წმინდა ეჩმიაძინის სომხური ეკლესიის ეზოში მდებარე ხაჩკართან.
24 აპრილს, თბილისის წმინდა გევორქის სომხურ ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა აღევლინა. იმავე დღეს, საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარებას მოითხოვდა.
ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ასევე გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც სომხური მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს.
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18