უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან მის შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტებმა პირისპირ ბევრი რამის განხილვა მოახერხეს.
„კარგი შეხვედრა იყო. ბევრი ვისაუბრეთ პირისპირ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ. ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც კიდევ ერთი ომის დაწყებას ხელს შეუშლის. ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18