img1


დღეს, პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

დღეს, პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, კერძოდ, მიმდინარე წლის 23 აპრილს, რუსეთის პირველ არხზე „ОРТ“ გასულ გადაცემა „შოუ ვილ“ („Шоу-вил“) შინაარსთან დაკავშირებით, სადაც რუსი პრანკერები, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს წარუდგნენ, როგორც რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი. აგრეთვე, აღნიშნულ გადაცემაში, პრანკერები პეტრო პოროშენკოს სახელით ესაუბრნენ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრს ჯო უილსონს. საუბარი შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, კერძოდ, ოპოზიციის შემდგომ გეგმებს კანონიერი ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით.

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერები იმედოვნებენ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა დაინტერესდება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.