img1


აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთმა დათმობის სახით ომის დასრულება და ქვეყნის მთლიანად "არწაღება" შესთავაზა

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

რეპორტიორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რას ითვალისწინებს რუსეთის მიერ შეთავაზებული ის დათმობა, რომელიც მხარეებს მშვიდობასთან მიიყვანს ახლოს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ომის დასრულებაა. 

 

რეპორტიორი: "რა არის რუსეთის მიერ ამ დროისთვის შეთავაზებული დათმობა, რომელიც მშვიდობასთან უფრო ახლოს მიგვიყვანს?"

 

ტრამპი: "ომის შეწყვეტა, მთლიანი ქვეყნის [არწაღება], ეს მართლაც დიდი დათმობაა"