img1


ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე მარნეულის ახალგაზრდობამ გაიზიარა ირანის კულტურა და დიპლომატია

2025 წლის 23 აპრილს, თბილისში მდებარე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ კულტურული და საგანმანათლებლო და დახვედრა მოუწყო მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. ღონისძიება მოიცავდა ირანის მდიდარ ისტორიას, მრავალფეროვან კულტურას და თანამედროვე მიღწევებს. ღონისძიების ფარგლებში 

მონაწილეებმა მიმოიხილეს ისეთი თემები როგორებიცაა ირანის ისტორიის საკვანძო საკითხები, დაწყებული აქემენიანთა იმპერიით და დამთავრებული თანამედროვე ირანით, აგრეთვე ისაუბრეს ირანის პროგრესზე მეცნიერებაში, განათლებასა და ლიტერატურაში. ყურადღება გამახვილდა ირანელი აზერბაიჯანელებისა და ირანელი ქართველების როლზე ირანის სოციალ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ეს ინიციატივა საელჩოს მიერაა წამოწყებული, რათა მთელს საქართველოს მასშტაბით მოეწყოს საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებისა და უნივერსიტეტის ახალგაზრდობასთან.