თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ჩინურ საქონელზე ტარიფების შემცირება მოუწევს. ტრამპის განცხადებას CNN-ი ციტირებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ტრამპის კომენტარები მიანიშნებს იმაზე, რომ მან რიტორიკა შეარბილა.
„145% ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ასე არ დარჩება. ტარიფები საგრძნობლად შემცირდება“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის იმპორტის ტარიფები 145%-მდე გაზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების ამოქმედება 90 დღით შეაჩერა.
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24