img1


,,ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი იმის შესახებ, თუ როგორ დაამხო აშშ-მ ისტორიულად სხვა ქვეყნების მთავრობები:

შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა მშვიდობა სირიაში, მშვიდობა, რომლის მიღწევაც ჯერ კიდევ 2012 წელს შეიძლებოდა. თუმცა, იმ დროს შეერთებული შტატები ჩართული იყო ე.წ. რეჟიმის შეცვლის ოპერაციაში. ლამაზად ჟღერს, მაგრამ ამ ევფემიზმის მიღმა იმალება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ასპექტი: სხვა ქვეყნების მთავრობების დამხობა.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მსგავსი რამ გააკეთა ან სცადა, ალბათ ასჯერ. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და გამონაკლისი - ეს არის ამერიკული საგარეო პოლიტიკის ტიპიური ელემენტი, რომელსაც, როგორც წესი, კატასტროფული შედეგები მოჰყვა: სისხლისღვრა, სამოქალაქო ომები, გაჭიანურებული ძალადობა. ასე მოხდა სირიაში. ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდი. ეს არის ძალიან სამწუხარო თავი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში.