img1


შვედეთი, ფინეთი, დანია და ნორვეგია აძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში, რათა ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე

ამის შესახებ The Wall Street Journal ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ჩრდილოეთ ევროპის ოთხი უმსხვილესი ქვეყანა სამხედრო რესურსების გაერთიანებით ქმნიან რეგიონული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას. შვედეთი აწარმოებს წყალქვეშა ნავებს, ტანკებს და ზებგერითი გამანადგურებელ თვითმფრინავებს, ხოლო ნორვეგია უზრუნველყოფს საზღვაო სათვალთვალო და არქტიკული ომის შესაძლებლობებს. ფინეთს ჰყავს ევროპაში ყველაზე დიდი მუდმივი არმია და არტილერია, ხოლო დანიას ჰყავს სპეცრაზმი, რომლებმაც გამოცდილება მიიღეს ავღანეთსა და ერაყში.

„ასეთ რეგიონულ დაჯგუფებას აქვს ეკონომიკური და რესურსული პოტენციალი, რომ შექმნას გერმანიის მსგავსი სრულად ინტეგრირებული სამხედრო-ინდუსტრიული ბაზა“, განუცხადა გაზეთს ერიკ სიარამელამ, აშშ-ს დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ანალიტიკოსმა. თავის მხრივ, მატი პესუმ, ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სკანდინავიური ბლოკი შეიძლება იყოს მოდელი ქვეყნების სხვა ჯგუფებისთვის.

„ეს არის სარეზერვო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ნატო არ იმუშავებს“, - დასძინა მან და გაიხსენა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარა, რომ აშშ_ს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან გამოიყვანს.