ისინი აპროტესტებენ გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ქალის“ სამართლებრივი დეფინიცია ეფუძნება დაბადებისას ადამიანის სქესს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სეგრეგირებული სივრცეები სამსახურებში, მათ შორის მხოლოდ ქალების გასახდელები, ტუალეტები და საავადმყოფოს პალატები, "მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს გამართულად, თუ სქესი განიმარტება, როგორც ბიოლოგიური სქესი".
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამან შესაძლოა ქვეყანაში საჯარო სივრცეები ტრანსგენდერი ქალების მიმართ დისკრიმინაციულად აქციოს. სხვა შეშფოთება მოიცავს ასეთი ადამიანების სამედიცინო დახმარების მიღების უუნარობას.
„ჩემი მთავარი შიშია, რომ ექსტრემისტები თავს უფრო ძლიერად გრძნობენ ამ გადაწყვეტილების გამო“, - ციტირებს AFP მიტინგის ერთ-ერთ მონაწილეს, აივი ზაიასს ესპანეთიდან, რომელიც საკუთარ თავს არაბინარულ ტრანს ადამიანს უწოდებს. ზაიასი შიშობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაზრდის დანაშაულებებს უმცირესობების წინააღმდეგ.
წყარო DW
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19