img1


ვაშინგტონი გეგმავს მორიგი შეხვედრის ორგანიზებას აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ ვიტკოვსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის

ვაშინგტონი გეგმავს მორიგი შეხვედრის ორგანიზებას აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ ვიტკოვსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის, რათა განიხილონ ჩარჩო შეთანხმება უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა პარიზში ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს წარადგინა ე.წ. ჩარჩო შეთანხმება. გეგმის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც მიაწოდა ინფორმაცია. მის დებულებებს შორის CNN აღნიშნავს აშშ-ის მზადყოფნას აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად და ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე.

ვაშინგტონი მომავალ კვირას ლონდონში ჩარჩო შეთანხმების დეტალებზე მუშაობის გაგრძელებას მოელის. ამავდროულად, აშშ გეგმავს მორიგ შეხვედრას რუსულ მხარესთან, რომლის დროსაც ვიტკოფი შეეცდება დაარწმუნოს მოსკოვი, შეუერთდეს ვაშინგტონის გეგმას.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ვიტკოფის ბოლო შეხვედრა 11 აპრილს გაიმართა და ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა სანქტ-პეტერბურგში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობაში. მთავარი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება იყო.

პუტინმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის, მაგრამ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესების გათვალისწინებით და კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრით. მხოლოდ ეს, რუსეთის ლიდერის თქმით, გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას, რომლითაც მოსკოვი დაინტერესებულია.