img1


ჩინეთის საგარეო უწყება ზელენსკის: ჩინეთს არასდროს მიუწოდებია ლეტალური იარაღი კონფლიქტში მონაწილე არცერთი მხარისთვის

ჩინეთმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ პეკინი რუსეთს იარაღს აწვდის. ჩინეთმა ზელენსკის სიტყვებს უსაფუძვლო უწოდა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ძიანმა განაცხადა. 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამტკიცებს, რომ პეკინს არასოდეს მიუწოდებია ლეტალური იარაღი კონფლიქტში მონაწილე არცერთი მხარისთვის.

 

ლინ ძიანმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ჩინეთთან დაკავშირებით უსაფუძვლო უწოდა.

 

„ჩინურ მხარეს არასდროს მიუწოდებია ლეტალური იარაღი კონფლიქტში მონაწილე არცერთი მხარისთვის და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.