შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ როლზე, რეგიონის პოტენციალსა და თანამშრომლობის ფორმატებზე: „ის, რაც გვაერთიანებს და რამაც დღეს ამ მაგიდის გარშემო შეგვკრიბა, არის საქართველოს გულწრფელი სურვილი ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია - უზარმაზარი პოტენციალით, რომლის რეალიზებაც ერთობლივად შეგვიძლია. რეგიონის შესახებ ჩვენი ხედვების გაზიარება და სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა ძალიან დროულია და, ამავე დროს, უკიდურესად აუცილებელიც“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვკითხილობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24