img1


მამუკა ფიფია შედეგზე ორიენტირებული ლიდერი ქართულ-რუსული ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესში

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა — ვინ დგას რეალურად ქვეყნის ინტერესების მხარეს მაშინ, როცა გარე და შიდა გამოწვევები იზრდება? იმ დროს, როცა რიგი პოლიტიკოსები დასავლური ტრიბუნებიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ, მამუკა ფიფია თავისი საქმიანობით სრულიად სხვა გზას ირჩევს — ქვეყნისთვის საჭირო პრაქტიკული სარგებლის მოსატანად და ეროვნული ინტერესების დასაცავად.

 

მისი როლი ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებაში თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ფიფია იმ სივრცეში მოქმედებს, სადაც სიტყვები საქმეში გარდაიქმნება და სადაც შესაძლებელია ქვეყნისათვის კონკრეტული შედეგების მიღწევა .

 

იმ ფონზე, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვა თავისნაირი "მანქურთები" ღიად იღწვიან საქართველოზე საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად და ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან, მამუკა ფიფია ცდილობს გააძლიეროს დიალოგი და მიიღოს სარგებელი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით. მისი მიზანია არა დაპირისპირება, არამედ სტაბილური თანამშრომლობა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებს ემსახურება.

 

ფიფიას საქმიანობა მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ იდეალისტი პოლიტიკური მოღვაწეები, არამედ შედეგზე ორიენტირებული პიროვნებები, რომლებიც რეალურ ნაბიჯებს დგამენ მიუხედავად პოლიტიკური კონიუნქტურისა და ოპოზიციის კრიტიკისა. მისი პოზიცია მკაფიოა: საქართველო საჭიროებს სტრატეგიულ პარტნიორობას რუსეთთან, რაც უზრუნველჰყოფს ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ სტაბილურობას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

 

დღეს, როდესაც გეოპოლიტიკური ქარიშხალი რეგიონში ჯერკიდევ მძლავრობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ლიდერების არსებობა, ვინც ზუსტად იცის, სად გადის ქვეყნის ინტერესების ხაზი და როგორ უნდა დაიცვას ის ეფექტურად.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი 

publicist.ge