img1


გიუმრის მერად „კომუნისტური პარტიის“ კანდიდატი აირჩიეს

სომხეთის ქალაქ გიუმრის მერად „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენელი ვარდან გუსაკიანი აირჩიეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

სახელისუფლებო პარტიამ, „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ გიუმრის უხუცესთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო.

 

გიუმრის უხუცესთა საბჭოს რიგგარეშე არჩევნები 30 მარტს გაიმართა. სახელისუფლებო პარტიამ მაშინ 14 მანდატი მიიღო, საარჩევნო ბარიერი კიდევ 4-მა პარტიამ გადალახა - ესენია „სომხეთის კომუნისტური პარტია“, „ჩვენი ქალაქი“, „ჩემი ძლიერი სათვისტომო“ და „დედა სომხეთი“(ჯამში 19 მანდატი).

 

არჩევნების შემდეგ „ჩემმა ძლიერმა სათვისტომომ“ და „დედა სომხეთმა “კომუნისტების წარმომადგენელს, ვარდან გუსაკიანს მხარი დაუჭირეს. რამდენიმე დღეში კომუნისტების კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ „ჩვენმა ქალაქმაც“ განაცხადა.