დღეს ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე. შეხვედრა მქონდა ასევე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან.
აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში, რაც მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი პირობები რეგიონის მცხოვრებლებისთვის. მე პირადად ვარ მზად, მხარი დავუჭირო ადგილობრივ თვითმმართველობებს ყველა მნიშვნელოვან ინიციატივაში, ასევე პირადად ჩავერთო ყველა იმ პრობლემისა და გამოწვევის მოგვარებაში, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ აწუხებს.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19