მუქარა და ზეწოლა არასწორია ჩინეთთან ურთიერთობისას - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ცზიანმა ორშაბათს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „საპასუხო ტარიფებს“ დაცინვა და ეკონომიკური ბულინგი უწოდა. მის სიტყვებს სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთის მთავრობა მკაცრად გმობს მსგავს ქმედებებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ. ლინ ცზიანის თქმით, აშშ-ის პოზიცია წარმოადგენს კლასიკურ ერთპიროვნულ მიდგომას, პროტექციონიზმს და ეკონომიკურ ბულინგს, რომელიც ზიანს აყენებს როგორც სხვა ქვეყნებს, ისე თავად შეერთებულ შტატებსაც.
„ტარიფების ბოროტად გამოყენება აშშ-ის მხრიდან ნიშნავს, რომ ქვეყნებს - განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებს - ართმევენ განვითარების უფლებას“ - განაცხადა მან.
გარდა ამისა, ლინ ცზიანმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, ერთობლივად აღუდგნენ ერთპიროვნულობასა და პროტექციონიზმს და დაიცვან საერთაშორისო წესრიგი და მრავალპოლუსიანი ვაჭრობა გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) პრინციპების შესაბამისად.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19