საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.
ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არცერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.
სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ "ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა".
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19