img1


აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი აირჩიეს

უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე, ცოტა ხნის წინ მიიღეს.

 

სულხან თამაზაშვილსა და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. 

 

სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმა და ხედვები გააცნო. სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.