img1


პოლონეთისა და ევროპის "წითელი ხაზები"

თუ ტრამპი აღიარებს, რომ ყირიმს, დონბასს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს დე იურედ რუსეთი აკონტროლებს, ის გადაკვეთს პოლონეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების „წითელ ხაზებს“ - განუცხადა Financial Times-ს პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ კოვალმა.

 

კოვალის თქმით, არსებობს მკაფიო განსხვავება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის „დროებით გადაწყვეტილებებსა“ და ტერიტორიებთან დაკავშირებით „რუსული მოლოდინების“ რეალიზებას შორის.

 

რუსეთის ახალი საზღვრების იურიდიული აღიარება პოლონეთისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებისთვის „წითელი ხაზის“ გადაკვეთა იქნება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.