მედიის ცნობით, დნმ-ის ტესტირებამ დაადგინა, რომ ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში, JetBlue-ს თვითმფრინავში ნაპოვნი ცხედრები 18 წლის ჯეიკ ანილუზი ლუსის და 16 წლის ელვის ბორკეს კასტილოს ეკუთვნით.
შერიფის განმარტებით, გარდაცვლილების ვინაობის დასადგენად დნმ-ის ვრცელი ტესტირება ჩატარდა.
თვითმფრინავის შასის განყოფილებაში ორი უბილეთო მგზავრის ცხედრები 6 იანვარს იპოვეს. მათი ეროვნება ამ დრომდე არ კონკრეტდება, მაგრამ განმარტებულია, რომ ისინი იამაიკის მოქალაქეები არ არიან. ცხედრების აღმოჩენის დროს, თვითმფრინავი იამაიკიდან აშშ-ში იყო ჩასული.
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24