img1


მამუკა ფიფია: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ორწლიანი ბრძანებულების შედეგები

2023 წლის მაისში ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა.

 

„არგუმენტები და ფაქტები - თბილისი“-სთან ინტერვიუში, საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნის შედეგებზე საუბრისას, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია აღნიშნავს, რომ რუსეთმა დაახლოებისკენ რეალური ნაბიჯები გადადგა.

 

„ჩვენ მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და მის მთელ გუნდს, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტი.

 

2023 წელს პირდაპირი ფრენებით 870 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. საკმაოდ დიდი რიცხვია.

 

2023 წელს რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსვლების რაოდენობა იყო 1 856 237, ხოლო 2024 წელს - 1 882 981, საიდანაც პირდაპირი რეისით 1,2 მილიონი რუსი ჩამოვიდა საქართველოში აღნიშნა მამუკა ფიფიამ.