img1


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუ ის ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას დაემუქრება

ზელენსკის თქმით, 28 მარტს უკრაინამ აშშ-სგან შეთანხმების ახალი ვერსია მიიღო.  

 

 „რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ მიიღო შეთანხმების ვერსია აშშ-ის ხაზინის მდივან ბესენტთან ორმხრივი კონტაქტის დროს, მაგრამ ჩვენ უნდა შევადაროთ, არის თუ არა ეს იგივე შეთანხმება. მე მას რამდენიმე კითხვა დავუსვი. მისი თქმით, ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება, ეს არის სრულიად განსხვავებული დოკუმენტი, არის მასში ბევრი რამ, რაც არ იყო ნახსენები და ასევე გამოჩნდა რაღაცები, რაც მხარეებმა ადრე უარყვეს. მოდით, იურისტებმა შეადარონ ყველა ეს შეთანხმება, უკვე ბევრია და მე მივიღებ იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენმა მხარემ ოფიციალურად მიიღო. უკრაინის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენაა… არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. არაფერია, რაც შეიძლება ემუქრებოდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.