img1


„სამაგალითოა „მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი აბსოლუტურად კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას |სოზარ სუბარი

„სამაგალითოა „მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი აბსოლუტურად კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას, რომელიც შემდგომ „გალფის“ სახით ჩამოყალიბდა. სხვადასხვა კომპანიების მფლობელებს იჭერდნენ, ართმევდნენ ბიზნესებს, ამწყვდევდნენ ციხეში და მათთვის წართმეული ქონების საფუძველზე შეიქმნა მონოპოლია. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესსტრუქტურები, როგორიც იყო „თიბისი ბანკი“ და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.