img1


ერდოღანი სტამბოლის მერის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

 „ოპოზიციის მცდელობა, წარმოაჩინოს თავისი შიდა კონფლიქტები თუ პრობლემები კანონთან, როგორც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, არის ფარისევლობის სიმაღლე. ის ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზირებას. CHP-ის პრობლემები არ არის ჩვენი ქვეყნის ან ჩვენი ხალხის, არამედ ერთი მუჭა ამბიციური ადამიანების პრობლემებია საკუთარ შტაბში. "ჩვენ, როგორც პარტიას ან ალიანსს არ გვაქვს დრო ამ შოუებისთვის", - თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის პირველ საჯარო კომენტარში სტამბულის მერის იმამოღლუს დაკავების შესახებ.

 

 პარალელურად, იმამოღლუს მხარდამჭერი მასობრივი გამოსვლები სტამბოლში, ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქებში გრძელდება.

 

 სტამბულის მერი და თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე იმამოღლუ და მისი 105 მხარდამჭერი 19 მარტს დილით დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ქურთული სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია PKK-ის დახმარება და რიგი სხვა უკანონო ქმედებები.