img1


აშშ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მოქმედ თავის რამდენიმე სააგენტოს აჩერებს“ - წერს Reuters

„აშშ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მოქმედ თავის რამდენიმე სააგენტოს აჩერებს“ - წერს Reuters 

 

აშშ-ის რამდენიმე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ, რომლებიც კოორდინირებულად ფუნქციონირებდნენ რუსული დივერსიის, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ, შეაჩერა მუშაობა მოსკოვზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს. ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს 2024 წელს უბრძანა, ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობით, შეექმნა სამუშაო ჯგუფები ევროპისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების ჩაშლის მიზნით. აშშ-ის ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპის ინაუგურაციამდე, მის ახალ ადმინისტრაციას ბაიდენის გუნდმა მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ძალისხმევის შესახებ და მოუწოდა, გააგრძელოს რუსეთის ჰიბრიდული ომის კამპანიის მონიტორინგი.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ს კიბერ სარდლობას უბრძანა, უარი თქვას რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი კიბერ ოპერაციების დაგეგმვაზე.