img1


ორივე მხარის დათმობების გარეშე, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება შეუძლებელია. ამის შესახებ მარკო რუბიომ განაცხადა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ომის დასრულების ერთადერთი გზაა, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება, იქნება ეს ბიზნესი, ვაჭრობა თუ პოლიტიკა, გულისხმობს, რომ მხარეები რაღაცას გასცემენ და დათმობებზე მიდიან.

 

მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად, რისგან უნდა შედგებოდეს დათმობები, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს.

 

”ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების ნაწილი, მაგრამ ამ მოლაპარაკებებში შესვლა ზოგადი განცხადებების გაკეთებით, რომელმაც შეიძლება ერთ ან მეორე მხარეს მისცეს საბაბი, არ მიიღოს მასში მონაწილეობა, არ იქნება კარგი.” - თქვა რუბიომ.

 

ასევე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ომის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რადგან ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა ვერ მიაღწევენ თავიანთ „მაქსიმალისტურ სამხედრო მიზნებს“.