მერცმა განაცხადა, რომ ბუნდესტაგი უკრაინას დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას დაუმტკიცებს. - ინფორმაციას DW ავრცელებს.
გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის დაფინანსების გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებისთვის, მმართველი პარტიები - CDU/CSU, SPD და მწვანეები, - კიდევ 3 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
გარდა ამისა, პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს 500 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური ინფრასტრუქტურის ფონდის შექმნას და თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით, „ვალის მუხრუჭის“ შემსუბუქებას, რაც გერმანიის კანონმდებლობაში ცვლილებებს მოითხოვს.
ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ თუ ეს პაკეტი პარლამენტში დამტკიცდება, ის მზად არის, დამატებითი თანხები გამოათავისუფლოს უკრაინის მხარდასაჭერად.
ბუნდესტაგი ამ წინადადებებს 18 მარტს განიხილავს, მაგრამ მათი მიღება საჭიროებს როგორც ბუნდესტაგის, ისე ბუნდესრატის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერას.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19