ფონ დერ ლაიენმა კვლავ მოუწოდა ევროკავშირს გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ევროპა უსაფრთხოების კრიზისის წინაშე დგას და ვეღარ დაეყრდნობა აშშ-ს დაცვას და უნდა "აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე", - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის წევრებს სტრასბურგში.
"ცივი ომის დასრულების შემდეგ, ზოგიერთს სჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლებოდა ინტეგრირებულიყო ევროპის ეკონომიკურ და უსაფრთხოების არქიტექტურაში. სხვები კი იმედოვნებდნენ, რომ ჩვენ შეგვეძლო დავეყრდნოთ ამერიკის სრულ დაცვას განუსაზღვრელი ვადით. ასე რომ, ჩვენ თავი დავანებეთ", - თქვა ფონ დერ ლეიენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე მთელი ევროპის ერთად. „ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფინანსური ბერკეტი ჩვენი თავდაცვის წარმოების გასაძლიერებლად და დასაჩქარებლად“, - თქვა მან, ხელახლა წარმოადგინა ReArm Europe პროგრამა, რომელიც ევროკომისიის შეფასებით, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მოზიდვას შეძლებს.
ევროპის გადაიარაღების გეგმის განხორციელებას ევროპარლამენტისა და წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. ევროკავშირის შემდეგი სამიტი 20 და 21 მარტს გაიმართება
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19