სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ USAID-ის პროგრამების 83% გაუქმდება ელონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ ექვსკვირიანი მიმოხილვის შემდეგ.
როგორც მარკო რუბიო X პლატფორმაზე წერს მთლიანობაში, 5200 კონტრაქტი წყდება, მისი თქმით, გაუქმებულმა კონტრაქტებმა შეადგინა "ათობით მილიარდი დოლარი", რომელიც დაიხარჯა "იმ გზებით, რომლებიც არ ემსახურებოდა" ან თუნდაც ზიანს აყენებდა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს.
რუბიომ დასძინა, რომ USAID-ის პროგრამების დარჩენილ 18%-ს - დაახლოებით 1000-ს - ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი მართავს.
მისი თქმით, ამ უფლებამოსილების გადაცემის ნაბიჯი გადადგა კონგრესთან კონსულტაციით.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25