უკვე რამდენიმე დღეა სირიაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს! სხვა უმცირესობებთან ერთად, კლავენ ქრისტიანებს! ქუჩებში აწამებენ ბავშვებს, ქალებს… მშობლების თვალწინ წამებით კლავენ მათ შვილებს… ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს XXI საუკუნეში…
სად არის ამ დროს ლიბერდებილების საყვარელი და საიმედო “ცივილიზებული სამყარო?!”
ბერბოკი “Free Mzia”-ს რომ პოსტავს, ერთი ნახოს რა ხდება სირიაში, სადაც ორი თვის წინ მის ფრანგ კოლეგასთან ერთად იმყოფებოდა და დემოკრატიულ რეფორმებზე გველაპარაკებოდა!
სირია 13 წელი აომეს, ქვეყანა გაანადგურეს, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, შემდეგ მსოფლიოს ზარზეიმით ამცნეს ახალი მმართველობის მოსვლა. 2024 წლის 9 დეკემბერს, ჯო ბაიდენმა მომხდარს ისტორიული შესაძლებლობა უწოდა - “ეს არის მომენტი სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი…”
დიახ, ყველგან ასეთია Deep State-ის დაპირებული “უკეთესი მომავალი” - ომი, სიკვდილი, განადგურება!
რაც ყველაზე მეტად ამაზრზენია, ეს ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტი! სწორედ ამან დაღუპა ევროპა და მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, მაგრამ არც არაფრის გამოსწორება სურთ, პირიქით, ტრამპის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო ჩქარი ტემპით მიექანებიან სრული კატასტროფისკენ!
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19