სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიას 27 წლის გოგო ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც იგი მართავდა გზიდან გადავარდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24