img1


ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები

● ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები - ეს სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი

 

● ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე: ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები, ასევე დაიცვან კონვენციები

 

● 2020 და 2024 წელსაც ISFED-ის ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად, მათი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული

 

● ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, გარდა ამისა, გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან

 

● თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება, მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერც ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია

 

● „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებისას, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, ეს არის ერთგვარი აღიარება, რომ ისინი არიან უსამშობლოები