აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლებს შეხვდება, რათა განიხილოს და, სავარაუდოდ, მიიღოს ზომები კიევის წინააღმდეგ. ინფორმაციას The New York Times-ი ერთ-ერთ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მიიღო.
ტრამპთან შესახვედრად ემზადებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი. The New York Times-ის ინფორმაციით, საუბარი შეეხება კიევისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების ან სრული შეწყვეტის საკითხს, რომლის მიწოდება მანამდე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო დამტკიცებული.
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24