აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის მოწესრიგების შესაძლებლობაში ეჭვის შეტანას იწყებს. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური CBS News-ისინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გაურკვევლობა წარმოიშვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვლის შეხვედრის დროს წარმოქმნილი უთანხმოების შემდეგ.
სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მოლაპარაკების წარუმატებლობამ ასევე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიისა და დახმარების აღმოჩენა. ანონიმური წყაროთა თანახმად, ამასთან ტრამპი არ ესწრაფვის კიევში ხელისუფლების შეცვლას, თეთრ სახლში არ განიხილავენ ზეზელენსკის შესაძლო მემკვიდრის საკითხს.
გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" თავის მხრივ ასევე წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისათვის მთელი მიმდინარე სამხედრო დახმარების შესაძლო შეწყვეტას ზელენსკის "უკომპრომისობის" გამო.
Washington Post-ის წყარომ არ დაადასტურა ვარაუდი, თითქოს წინასწარგანზრახული იყო სიტყვიერი დაპირისპირება, რასაც 28 თებერვალს ადგილი ჰქონდა ტრამპსა და ზელენსკის შორის. გაზეთის თანამოსაუბრის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის წინ ვაშინგტონში შექმნეს "პოზიტიური ფონი", ხოლო ტრამპმა უკან წაიღო თავის ზელენსკის მისამართით ნათქვამი, რომ ის "დიქტატორია".
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19