ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ზელენსკის "არაშორსმჭვრეტელური" გადაწყვეტილებით, რომ უარი თქვა "დიდ შესაძლებლობაზე", ხელი მოეწერა აშშ-ს მიერ შეთავაზებული შეთანხმებისთვის, უკრაინის წიაღისეულის შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ბრაიან ჰიუზმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გარიგება სასარგებლო წიაღისეულზე, საშუალებას მისცემს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, "დაიბრუნონ" კიევში გაგზავნილი ფული და ამავდროულად, განავითარონ უკრაინის ეკონომიკა.
როგორც ჰიუზმა დასძინა, თეთრ სახლს მიაჩნია, რომ „აშშ-სთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები იქნება საუკეთესო გარანტია მომავალი აგრესიის წინააღმდეგ და ხანგრძლივი მშვიდობის განუყოფელი ნაწილი“.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ სასარგებლო წიაღისეულის ნებისმიერი განვითარება, დაკავშირებული უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან, რაც შეაკავებს რუსეთის მომავალ აგრესიას.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19