ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 2004 წელს ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებელი იყო. მან უფლება მისცა ბრალდებულს წასულიყო თავისავე სახლში - ბრალდებულს, რომელსაც სასამართლომ გადაადგილების უფლება გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე განუსაზღვრა. სწორედ ამისთვის დააკავეს ახალგაზრდა გამომძიებელი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამომძიებელი მდინარაძე ხელისუფლებას კანონსაწინაარმდეგო პოლიტიკურ გარიგებებში არ გაჰყვა. სწორედ ამისთვის შეუფარდეს პატიმრობა მაშინ, როცა წარდგენილი ბრალდება ასეთ აღკვეთის ღონისძიებას საერთოდ არ ითვალისწინებდა. ათდღიანი პატიმრობის შემდეგ კი პროკურატურა მდინარაძის და მასთან ერთად დაკავებული სხვა გამომძიებლების გათავისუფლებას დათანხმდა.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19