"ჩვენთვის საკმაოდ უცნაურია, რომ ბიუროკრატიაში არსებობს ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომელთა ხელფასი რამდენიმე ასეული ათასი დოლარია, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებენ და ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების კაპიტალს აგროვებენ", - აცხადებს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ილონ მასკის თქმით, მისი უწყება იკვლევს ისეთ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც, დაბალი ხელფასების პერიოდში, მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს თანამშრომლების შემცირებას და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19