img1


"მათ აღარავინ უსმენს, რადიკალი მემარცხენე გიჟები ელაპარაკებიან საკუთარ თავს" - ილონ მასკი "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" დახურვას ითხოვს

ილონ მასკი "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" დახურვას ითხოვს.

 

საკუთარ სოციალურ ქსელში ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი წერს, რომ "მათ აღარავინ უსმენს, რადიკალი მემარცხენე გიჟები ელაპარაკებიან საკუთარ თავს და წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს," - წერს მასკი და აზიარებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელშიც სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, რიჩარდ გრენელის სიტყვებია ციტირებული.

 

გრენელის მიხედვით, "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმა" ეს სახელმწიფო მედიაა, რომელიც "სავსეა მემარცხენე აქტივისტებით". "ჩვენ არ გვჭირდება მთავრობისგან დაფინანსებული მედიასაშუალებები," - აცხადებს სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი.