img1


ტრამპი: როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში. ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა „ფეიკ ნიუს“ მედიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ USAID-სა და სხვა სააგენტოებში მილიარდობით დოლარი იყო მოპარული.

 

მისი თქმით, ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა მედიასაშუალებებს, რათა მათ „დემოკრატების“ შესახებ პოზიტიური სტატიები შეექმნათ.

 

„როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში. ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა „ფეიკ ნიუს“ მედიას, როგორც „ანაზღაურება“ „დემოკრატების“ შესახებ კარგი სტატიების შესაქმნელად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი სკანდალი ისტორიაში, რომელსაც „დემოკრატები“ ვერ გაექცევიან.