img1


უვადო პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელიც საკუთარი შვილის გაუპატიურებაში, ბავშვის მამობილს ეხმარებოდა

"როდესაც მამინაცვალი მაუპატიურებდა და დედას დახმარებას ვთხოვდი, დედაჩემი მუსიკას ხმამაღლა უწევდა" - უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი 12 წლის უსინათლო გოგონაა.

 

შემზარავი ამბავი, რომელიც მას გადახდა, საქართველოში მოხდა - მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა, ამაში კი მოძალადეს ბავშვის დედა თავად ეხმარებოდა. მამინაცვალი, ერთი წლის წინ, ციხეში 19 წლით გაუშვეს, ახლა კი გაუპატიურებაში დამხმარე დედა გაასამართლეს.

 

უპრეცედენტოა განაჩენით, რომელიც მშობელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა - ქალი ციხეს ვერასდროს დატოვებს.

 

"კურიერი P.S-მა" თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული უმძიმესი საქმის განაჩენი მოიპოვა. მოსამართლემ უვადო სასჯელის გამოცხადებამდე თითქმის 24 საათი იფიქრა.

 

"კურიერი P.S-მა" გაარკვია, რომ დახურულ სხდომაზე შემზარავი ფაქტები დაადასტურა მსხვერპლი გოგოს უმცროსმა ძმამ. ბიჭი დაზე ძალადობას არაერთხელ შეესწრო.