საქართველო ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიდან და ის აგრძელებს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის წევრობას. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს მოღალატე ოპოზიციონერების დაჟინებული მოთხოვნით მიიღო, არის უსამართლო და ლახავს ყველანაირ ღირსებას და ეროვნულ ინტერესს.
ღალატის ქრონიკა გრძელდება. ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ორჯონიკიძეები:
თინა ბოკუჩავა
ზურა ჯაფარიძე
თინა ხიდაშელი
დიმიტრი ცქიტიშვილი
ზურა ჭიაბერაშვილი
გიორგი ბურჯანაძე
გიორგი ონიანი
ნონა ქურდოვანიძე
და ა.შ
იცნობდეთ მათ. ისტორიამ კარგად უნდა შემოინახოს იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც სტრასბურგის დერეფნებსა და ოთახებში დაძრწოდნენ და აგროვებდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა მხარდაჭერას, იმისთვის რომ დაეინიცირებინათ ქართული დელეგაციის არ აღიარების რეზოლუცია.
ამ მავნებლურ მიზანს ბოლომდე ვერ მიაღწიეს.
საბოლოო ჯამში, რეზოლუციამ, რომელიც მათი უცხოელი მოკავშირეების მხრიდან იქნა მხარდაჭერილი:
• აღიარა ქართული დელეგაციის უფლებამოსილება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მათ აღიარეს არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნების ხელისუფლება
• თუმცა გამოიყენეს უმძიმესი პოლიტიკური ზეწოლის იარაღი. რეზოლუციაში ჩადეს აბსურდული მოთხოვნები ახალ არჩევნებთან და კანონის წინაშე დამნაშავე ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციას არანაირი კონკრეტული აღსრულების ძალა არ გააჩნია და საქართველოს ევროსაბჭოს წევრობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ფაქტია, რომ ეს რეზოლუცია და მისი ქართველი ინიციატორები თანამედროვე ორჯონიკიძეები არიან. ამ შანტაჟის მცდელობის საპასუხოდ, ქართული დელეგაცია, საკუთარი გადაწყვეტილებით აჩერებს საქმიანობას საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE)
წერს ნინო წილოსანი
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19