img1


მაიზერ ჩანქსელიანი| ჩვენი სამშობლო მანამდე იტორტმანებს, ვიდრე ოჯახი არ დაუბრუნდება ძირძველ ტრადიციებს; ვიდრე მამაკაცი არ აღდგება თავის ღირსებაში და ქალი-დედობასა და დედაბოძობაში

ჩვენი სამშობლო მანამდე იტორტმანებს, ვიდრე ოჯახი არ დაუბრუნდება ძირძველ ტრადიციებს; ვიდრე მამაკაცი არ აღდგება თავის ღირსებაში და ქალი-დედობასა და დედაბოძობაში; ვიდრე ხელიხელჩაკიდებული მეუღლეებისთვის სასიცოცხლოდ არ აღდგება ძველი ქართული სიბრძნე: "ქმარმა გაიწია, ცოლმა ჩაიწია და ცულის ტარმა დაიტიაო";ვიდრე ფულის ბარათად ქცეული დედა არ შეეშვება უცხოეთში ნაცრემლარი, სიცოცხლის ფასად გადადებული გროშებით დაკარგული დედაშვილური სითბოს ყიდვას; ვიდრე ოჯახი, ეკლესია და სკოლა ერთწილ არ გაითავისებს ქართულ ჭირსა და ვარამს , რაც ისევ ჩვენს მიერ არის საკუთარ თავს მოხვეული, ვიდრე მყარად არ გავითავისებთ, რომ "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". უფალმა გამოაფხიზლოს ნივთებზე და ფუფუნების ოცნებაზე შემდგარი ჩვენი საქართველო, რომელიც ისე ირწევა, "ვითარცა ლერწამი, შთენილი ქართაგან ძლიერთა " , როგორც 

მაშინ , დიდი იოანეს მოთქმის ჟამს.

წერს საზოგადო მოღვაწე და მწერალი მაიზერ ჩანქსელიანი