ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზაში "პრეზერვატივების პროგრამა" შეაჩერა, რაშიც აშშ-ს ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარი იხარჯებოდა, ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შაბათ-კვირას უცხოური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოიცავდა მილიონობით დოლარის მოცულობის აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტას „პრეზერვატივებისთვის ღაზაში“, – განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა Fox News Digital-ს.
ცნობისთვის, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) ცალკე მემორანდუმის თანახმად, გრანტები, სესხები და ფედერალური დახმარების პროგრამები დროებით შეჩერდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გასარკვევად, ემთხვევა თუ არა ეს დაფინანსება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებების პრიორიტეტებს, როგორიცაა დივერსიის, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) პროგრამების შეწყვეტა, Green New Deal-ის შეზღუდვა და არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) დაფინანსების გადახედვა, რომლებიც შესაძლოა „ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ“.
„თუ ეს აქტივობები პრეზიდენტის პრიორიტეტებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ისინი შეუფერხებლად გაგრძელდება,“ – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა Fox News Digital-თან.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქაროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ 50 მილიონი დოლარი განკუთვნილი იყო „პრეზერვატივებისთვის ღაზაში“ მანამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათ-კვირას უცხოური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19