img1


Deutsche Welle: გერმანია რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია

გერმანია რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, - ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle გერმანული ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. "დოიჩე უმველთჰილფეს" დოკუმენტში წერია, რომ გერმანია ევროკავშირის ქვეყნებში რუსული თხევადი გაზის ექსპორტში ცენტრალურ ფუნქციას ასრულებს.

 

სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2024 წელს ექვსჯერ მეტი თხევადი გაზის ექსპორტი განახორციელა ევროკავშირში, ვიდრე 2023-ში. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციები არ ეხება უშუალოდ თხევად აირს. სანქცია გათვალისწინებულია მხოლოდ მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.