გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. დროებით შეჩერებულია მეტროს, ტრამვაის და ავტობუსების უმეტესობის მუშაობა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ბერლინის მეტრო
პროფკავშირის, Ver.di-ს მიერ ორგანიზებული გაფიცვა გამაფრთხილებელ ხასიათი ატარებს. საპროტესტო აქციაში საგარეუბნო და რეგიონული მატარებლების თანამშრომლები არ მონაწილეობენ.
გაფიცვის მიზეზია დავა Ver.di-ს და Berliner Verkehrsbetriebe-ს შორის ანაზღაურების მომატებასთან დაკავშირებით. პროფკავშირი 16 ათასი თანამშრომლისთვის თვეში 750 ევროს მომატებას მოითხოვს. Berliner Verkehrsbetriebe-ში ხელფასის მომატებას მხარს უჭერენ, მაგრამ პროფკავშირის კონკრეტულ მოთხოვნას არარეალისტურს უწოდებენ.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25