img1


ტრამპი: არ გვინდა, რომ კაცებმა მონაწილეობა მიიღონ ქალთა სპორტში, არ გვინდა სქესის შეცვლის ოპერაციები ყველასთვის, გვინდა, გვქონდეს დიდებული ქვეყანა

ჩვენ ვართ საღი აზრის პარტია. ჩვენ არ გვინდა, კაცებმა მონაწილეობა მიიღონ ქალთა სპორტში. ჩვენ არ გვინდა სქესის შეცვლის ოპერაციები ყველასთვის. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გვქონდეს დიდებული ქვეყანა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო წვეულებაზე განაცხადა. 

 

ტრამპის თქმით, ის გამოაცხადებს სიახლეებს, რომლებიც ყველას დააინტერესებს. 

 

„ამ ქვეყანაში არის სწრაფვა კომპეტენციისკენ. ამ ქვეყანაში არის სწრაფვა საღი აზრისკენ. მე აქამდეც მითქვამს, ჩვენ ვართ საღი აზრის პარტია. ჩვენ არ გვინდა, რომ კაცებმა მონაწილეობა მიიღონ ქალთა სპორტში. ჩვენ არ გვინდა სქესის შეცვლის ოპერაციები ყველასთვის. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გვქონდეს დიდებული ქვეყანა.

 

ჩვენ გვინდა განათლება, გვინდა სახლები, რომლებიც მთელი ქონება არ ღირს. ჩვენ გვინდა დაბალი საპროცენტო განაკვეთები, დაბალი გადასახადები, გვინდა ძლიერი სამხედრო ძალა და ეს გვექნება, ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ 2017 წელს, როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალები აღვადგინეთ.

 

ჩვენ გამოვაცხადებთ გარკვეულ სიახლეებს. თქვენ ძალიან დაგაინტერესებთ ეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.