ამის შესახებ პეზეშკიანმა ტელეარხ "სოლოვიოვ ლაივ"-ისთვის, რუს პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა. „ბუნებრივია, ყველა სფეროში, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში, ვეცდებით, განვავითაროთ თანამშრომლობა... ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, რომ მტერი ადვილად ვერ მოვიდეს, გაგვანადგუროს და წავიდეს. მტერს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ ადვილად გაგვიმკლავდება.“ - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პეზეშკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა და რუსეთმა, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად, აიღეს ვალდებულება, არ მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლებიც „აგრესორებს ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმაში შეიძლება დაეხმაროს".
პეზეშკიანმა ასევე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გაჩაღდა დასავლეთის ქვეყნების ჩარევის გამო, რომლებსაც რეგიონის რესურსებზე წვდომა სურთ: „რაც ახლა ხდება რეგიონში, არის დასავლური ძალების მიერ გავლენის სფეროების გადახაზვა ახლო აღმოსავლეთში შეღწევის მიზნით, რადგან აქ არის ნავთობის, გაზის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მარაგი. რატომ არ მიდიან და არ იბრძვიან აფრიკაში? რატომ არ ზრუნავენ მასზე? იმის გამო, რომ რეზერვები, რომლებიც აქ არის, უბრალოდ, იქ არ არსებობს.”
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19