img1


ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალი, „ვილაიათ ხორასანი“, ევროპაში პოპულარულ საჯარო ღონისძიებებზე ტერორისტული თავდასხმებით იმუქრება

„ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალი, „ვილაიათ ხორასანი“, ევროპაში პოპულარულ საჯარო ღონისძიებებზე ტერორისტული თავდასხმებით იმუქრება. როგორც ავსტრიული გამოცემა Vienna.at-ი წერს, მუქარა რამდენიმე დღის წინ, დაჯგუფების კუთვნილ პლატფორმაზე "ალ-აზაიმ მედიაზე" გამოქვეყნდა.

 

ფოტოზე, რომელიც ჟურნალისტებმა ნახეს, შავ ფონზე ჩანს სუბიექტი, რომელიც მაყურებელს იარაღს უმიზნებს. წითელი შრიფტით გამოყოფილი ათი სამიზნის სიაში შედის ვენეციის კარნავალი, კანის კინოფესტივალი, წმინდა პატრიკის დღე ირლანდიაში, ოქტობერფესტი მიუნხენში, მეჯლისების სეზონი ვენაში და სხვა პოპულარული ღირსშესანიშნავი ღონისძიებები.

 

ვენის პოლიციამ დაადასტურა, რომ ტერორისტების მესიჯი შეიძლება შეფასდეს, როგორც საფრთხე. ეროვნული უსაფრთხოებისა და ექსტრემიზმთან დაპირისპირების სამმართველომ (LSE) ტერორისტული გეგმების წინააღმდეგ მზადყოფნა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე „ჰამას“-ის თავდასხმის შემდეგ, ევროპის მრავალ ქვეყანაში ტერორისტების მეორე უმაღლესი („ყვითელ“) დონეზე მოქმედებს.

 

"კონფიდენციალურობის გამო არ შეიძლება გამოცხადდეს პოლიციის კონკრეტული ზომები." - აღნიშნავენ ავსტრიის უსაფრთხოების წარმომადგენლები.

 

შეგახსენებთ, რომ ადრე მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იგივე ჯგუფმა, "Vilayat Khorasan"-მა აიღო.