img1


ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ ისაუბრეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც განიხილეს საფრანგეთის ინიციატივის განხორციელების გზები უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტების განლაგების შესახებ.

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, ლიდერებმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილეს და ზელენსკიმ მაკრონს უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელი საჭიროებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

 

პრეზიდენტები "უახლოეს მომავალში" შეხვედრაზე შეთანხმდნენ.